Tuesday, July 12, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის   მეცხრე  დღეს  ჯგუფის წინაშე  წარმოვადგინეთ   ჩვენ მიერ  მომზადებული  პროექტი.  ვისაუბრეთ   იმ  რესურსებსა და საშუალებებზე ,   რომლებიც  დაგვეხმარა  პროექტზე  მუშაობის  პროცესში.  ერთმანეთს  გავუზიარეთ საკუთარი  გამოცდილება  და  სათანადო  რეკომენდაციები.  ამით  ჩვენი  ძალიან  საინტერესო  და  შინაარსობრივად  დატვირთული ტრენინგი  დასრულდა.  მადლობა  თბილ,  ყურადღებიან  და  მშვიდ  ტრენერს,  ხათუნა  რუსიეშვილს.   მან  ბევრი  რამ  მასწავლა. ვისურვებდი  მსგავსი ტრენინგების  კვლავ ჩატარებას.

Monday, July 11, 2016

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის  მერვე  დღეს  დავამუშავე  ფასილიტაციის  მასალები.   გადავამოწმე  ტრენინგის   განმავლობაში   შექმნილი  ყველა   მასალა და რესურსი.  გავაკეთე  გარკვეული  კორექტურა.   ჩავთვალე, რომ  მასალა  მზად  არის  გამოსაქვეყნებლად
და  ავტვირთე  ჩემ  ბლოგზე

Tuesday, July 5, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
  • როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?

Monday, July 4, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის  მეექვსე  დღეს  განვიხილეთ  სეფასების  სქემების  დახვეწისა  და  შეფასების  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართვის  შესაძლებლობა

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის  მეხუთე  დღე  სასწავლო  პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაციას  მიეძღვნა.  ამავე  დღეს  დავიწყე  მუშაობა  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომზე.  მოვიძიე  ინფორმაცია  ინტერნეტით  თინეიჯერთა  ცხოვრების  შესახებ  ბრიტანეთსა და საქართველოში.  შევარჩიე  შესაბამისი  ფოტოები

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Tuesday, June 28, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

მოვამზადე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია;
დავამუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები;
ვიმუშავე შეფასების მონახაზის გაკეთებაზე.

Monday, June 27, 2016

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის  მესამე  დღეს  დავიწყე მუშაობა  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე  მუშაობა. მოვახდინე პროექტის თემის   შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებულ   მიზნებთან  და  მოსალოდნელ  შედეგებთან

Sunday, June 26, 2016

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ როგორ მოვამზადოთ პუბლიკაციები  პროექტით სწავლების თემაზე. დავიწყეთ მუშაობა მშობლებისათვის განკუთვნილი ბროშურის მოსამზადებლად

Saturday, June 25, 2016

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ტრენერისა და კურსის მონაწილეთა გაცნობით.ტრენერმა გაგვაცნო,თუ რას ეხება ინტელის ძირითადი კურსიდა როგორ დაგვეხმარება ის მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და  უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. გავეცანით, როგორ დაიგეგმოს პროექტი და რა ძირითადი აქტივობებია საჭირო მისი განხორციელებისათვის