Tuesday, July 12, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს ჯგუფის წინაშე წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ მომზადებული პროექტი. ვისაუბრეთ იმ რესურსებსა და საშუალებებზე , რომლებიც დაგვეხმარა პროექტზე მუშაობის პროცესში. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება და სათანადო რეკომენდაციები. ამით ჩვენი ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული ტრენინგი დასრულდა. მადლობა თბილ, ყურადღებიან და მშვიდ ტრენერს, ხათუნა რუსიეშვილს. მან ბევრი რამ მასწავლა. ვისურვებდი მსგავსი ტრენინგების კვლავ ჩატარებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment