როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალიზებულ დავალებებზე და ინფორმაციაზე. როცა დახმარება სჭირდებათ, იოლად ამყარებენ კომუნიკაციას, სარგებლობენ ადაპტირებული აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით.
მეორე (არამშობლიურ) ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თავიანთ მშობლიურ ენაზე, რაც შინაარსის უკეთ გაგებას განაპირობებს.
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები შეზღუდული არ არიან კლასში არსებული, მათი სასკოლო საფეხურისთვის შექმნილი მასალებით. მათთვის ხელმისაწვდომია სასწავლო მიზნების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ინფორმაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტი.
No comments:
Post a Comment